პროექტის გეგმა

საგანმანათლებლო პროექტის გეგმა


პროექტის აქტუალურობა:
      პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებას მათთვის საინტერესო აქტივობებით, როგორიცაა მარტივი  ვიდეო რგოლის მომზადება, სამენოვანი:ქართულ-გერმანულ და ინგლისურ ენებზე მარტივი ონლაინ ლექსიკონისა და ნახატებისა   შექმნა, მათი გაზიარება ევროპელ თანატოლებთან, გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა სკოლებს შორის.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეს განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები
 მოსწავლეს განუვითარდეს უცხო ენის უნარები (ლაპარაკი, კითხვა, წერა)
 მოსწავლეს განუვითარდეს თანამშრომლობითი უნარები ჯგუფებში მუშაობის დროს    გერმანული ენის სწავლება  სახალისო გზით 
სხვადასხვა ცხოვრების სტილის შედარება
გაიგონ მსგავსებები და განსხვავებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა შორის      შემოქმედებითი უნარის გაუმჯობესება
 მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას
   შეძლებენ ისტ ხელსაწყოების გამოყენებას
შეძლებენ უცხო ენის პრაქტიკულ გამოყენებას.
საგნობრივი სტანდარტები:
მიმართულება მოსმენა:  უცხ..I. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  ილუსტრირებული  აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
მიმართულება წერა:    უცხ..III.15. მოსწავლე დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით ქმნის მიკროტექსტებს.
მიმართულება ლაპარაკი :   უცხ. .I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
მიმართულება კითხვა:უცხ.დ.III. 13.მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების მიზნით.
მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება:უცხ..III.26. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების
ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა;   სხვა.) მინი სპექტაკლის დადგმა და განხორციელება.
მიმართულება სწავლის სწავლა: უცხ..III.33./34. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან,მასწავლებელთან;ჯგუფის წევრებთან.
აზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება. 
 აზ.მეც.V-VI.18. მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს ბავშვის უფლება-მოვალეობები   სხვადასხვა საზოგადოებაში.
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
პროექტის ამოცანები:
პროექტის გეგმის გაცნობა და ჩამოყალიბება აქტივობების მიხედვით.
პროექტის სახელწოდების გაგება.

             აქტივობების შესრულების შემოწმება
მინი სამენოვანი ლექსიკონის შექმნა.

პროექტის შეფასება

პროექტის განხორციელების წინაპირობები:

მოსწავლეებმა  იციან  მარტივი კომპიუტერული პროგრამები, შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება,  შეუძლიათ გერმანული ფრაზებისა და სიტყვების სწავლა და მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.


პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

  1. უცხოელ  მასწავლებლებთან ერთად პროექტის იდეის შემუშავება
  2. პროექტის იდეის გაცნობა მოსწავლეებისათვის
  3. პროექტის გეგმის შემუშავება უცხოელ მასწავლებლებთან ერთად და ეთვინინგის პორტალზე ატვირთვა
  4. აქტივობების შესრულების შემოწმება
  5. შეფასება
პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი
          V კლასი, დაწყებითი  საფეხური,  10 - 11 წელი

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია
    მიმდინარე განმავითარებელი შეფასება                                
    შუალედური შეფასება შესრულებულ აქტივობებზე. 


პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდეთ გერმანულ ენაზე ინფორმაციის მოძიება და ციფრული რესურსის შექმნა სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყოს გამოყენებით, ამისათვის ინფორმაციის მოძიება და დამუშავება მოხდება ორ ენაზე ქართულად და გერმანულად(გერმანულ  თარგმანში მასწავლებლის და მაღალი კლასის მოსწავლეების დახმარებით)

მოსალოდნელი შედეგები:
 1.მოსწავლეები თანამშრომლობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე უცხოელ თანატოლებთან როგორც ქართულ ისე ინგლისურ  და გერმანულ ენებზე
2.მოსწავლეებმა შექმნიან ციფრულ რესურსებს და განათავსებენ ინტერნეტ სივრცეში, გაიუმჯობესებენ ისტ უნარებს.
3. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უცხო ენის უნარ ჩვევებს
4. მოსწავლეები გაიგებენ და პატივს სცემენ განსხვავებეს სხვადასხვა ქვეყნების ხალხების კულტურასა და წეს- ჩვეულებებში.
5. დაეხმარებისნ ერთმანეთს სწავლა სწავლების პროცესში
6. შეიძენენ ახალ მეგობრებს
7. მოსწავლეების გამოიყენებენ ინტერნეტს შესაბამისი გზით

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო:
2017 წლის იანვარი - ივნისი

No comments:

Post a Comment